პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: ელექტრომაგნიტური ტალღები - მათი მნიშვნელობა და გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში;
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
3. პროექტის აქტუალობა: ელექტრომაგნიტური ტალღების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მას ვიყენებთ ყველა სფეროში, ამიტომ სასურველი იქნება, თუ მოსწავლეებს მეტი ეცოდინებათ მათ შესახებ, გაუჩნდებათ სურვილი გამოიყენონ ელექტრომაგნიტური ტალღების დადებითი თვისებები და ერიდონ უარყოფითი თვისებების გამოყენებას.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ელექტრომაგნიტური ტალღების დახასიათება, განასხვავონ ელექტრომაგნიტური გამოსხივება მათი ტალღის სიგრძის მიხედვით, ისაუბრონ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში; შეძლონ შეაფასონ მათი გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
5. მონაწილეთა ასაკი: მეთერთმეტე კლასი, 16-17 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ განასხვავონ და დაახასიათონ ელექტრომაგნიტური ტალღები მათი სიგრძის მიხედვით, ისაუბრებენ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაიაზრონ თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მათ გამოყენებას, გაითვალისწინონ ჯანმრთელობის შეასნარჩულებლად.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების, აზრის ჩამოყალიბება-გადმოცემის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: საწერი ქაღალდები, კალამი, მარკერები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.ნნნნნნნ
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქრივობები): მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის თემას, მიზანს, შინაარსს, კითხვა-პასუხის საშუალებით გაააქტიურებს წინარე ცოდნას, აჩვენებს ფილმს რენტგენის სხივების გამოყენების შეასხებ.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს აწარმოონ პროექტის დღიური, რომელშიც თითოეული ჯგუფი აღწერს პროექტის მიმდინარეობას.
მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს ექვს ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და თითოეულ ჯგუფს აძლევს თემას დასამუშავებლად, რომლის პრეზენტაციაც უნდა წარმოადგინონ power point-ში. პირველი ჯგუფი - ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღები - ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივება, მათი გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები; მეორე ჯგუფი - გამა გამოსხივება, მისი გამოყენება და დასხივების პროცესში წარმოქმნილი რისკები; მესამე ჯგუფი - ბგერითი და ინფრაბგერითი სიხშირის რადიოტალღები და მათი გამოყენება ტელე, რადიო, მობილურ კომუნიკაციაში; მეოთხე ჯგუფი - ულტრამოკლე რადიოტალღების არეკვლა - რადიოლოკაცია და მისი გამოყენება; მეხუთე ჯგუფი - რენტგენის გამოსხივება
და მისი გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები; მეექვსე ჯგუფი - ატარებს გამოკითხვას მასწავლებლებთან, უფროსკლასელ მოსწავლეებთან,მშობლებთან და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ თემთან იმის გასარკვევად, თუ რა იციან ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, ამუშავებენ მიღებულ შედეგებს და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. ამზადებენ მოსაწვევ ბარათებს და არიგებენ მათ შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მოსაწვევად.ინტერვიუს სავარაუდო კითხვები:1. რა იცით ელექრრომაგნიტური გამოსხივების შესახებ? 2) რამდენ ხანს ზიხართ კომპიუტერთან? 3) თქვენი აზრით, საშიშია თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენება? 4) რა იცით რენტგენის სხივების შესახებ? 5) რა იცით ულტრაიისფერი სხივების სასარგებლო და საზიანო მოქმედების შესახებ? 6) რა იცით ინფრაწითელი სხივების სასარგებლი და საზიანო მოქმედების შესახებ? 7) ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე ჩივილები ხომ არ გაგიჩნდათ კომპიუტერის და მობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ?
საუბარი ექიმთან - რენტგენის და გამა სხივების გამოყენების შესახებ მედიცინაში;
ექსკურსია საავადმყოფოში რენტგენის კაბინეტის დასათვალიერებლად
პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან უფროსკლასელი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები თემი.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია ქიმია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა კობახიძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lelakobaxidze30@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://lelakobaxidze.blogspot.com/p/blog-page_21.html
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment